ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება - მკვლელობაში ბრალდებული დეტექტივის პირველი განცხადება
გახმაურებული მკვლელობა წყნეთში - თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ ერიკ წურწუმიას, რომლის ტყვიამაც წყნეთში დაკავების დროს 32 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობა შეუფარდა.
წურწუმიამ სხდომათა დარბაზში მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "ეს ცოდვა მთელი ცხოვრება უნდა ატაროს".
სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი ამ მძიმე მარხვაში. ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება. ვერაფერს ვერ შევცვლი"- თქვა წურწმუმიამ.
საქმის პროკურორის განცხადებით კი პოლიციელის კანონით გათვალისწინებული პირობის არარსებობის მიუხედავად, დეტექტივმა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მისი კუთვნილი იარაღი და მისი გამოყენებით შეეცადა ზურაბ გველესიანის დაკავებას.
"გველესიანი არ დაემორჩილა წურწუმიას მოთხოვნას, რის შემდეგაც შეეცადა მის დაკავებას შებოჭვის გზით, რა დროსაც იარაღი იყო მოყვანილი საბრძოლო მდგომარეობაში. დაკავების დროს ერიკ წურწუმიამ გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა გველესიანის მიმართულებით, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - თქვა პროკურორმა.
ერიკ წურწუმიას ადვოკატი პროკურორებისგან მეტ არგუმენტს მოითხოვდა.
იქამდე სანამ სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება იქნებოდა ნაპოვნი, არაერთხელ სთავაზობდა პოლიციელი რომ შეეწყვიტა ძებნა, ვინაიდან აქ უამრავი ადამიანი ამოდიოდა და ეძებდა ნარკოტიკებს და ვერ პოულობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოუწოდებდა ადგილზე მყოფი ტაქსის მძღოლიც და დარაჯიც, რომელმაც მოიტანა ბარი. როდესაც იპოვე ამ ადამიანმა და გაჩნდა დასბუთებული ვარაუდი, რომ შეიძლება ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება, პოლიციამ უთხრა, რომ იყო დაკავებული და არ გაენადგურებინა მტკიცებულება"- თქვა ირაკლი ჩომახაშვილმა.
საქმის მასალების მიხედვით, 18 აპრილს ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიამ 32 წლის ზურა გველესიანი დაკავების ოპერაციის დროს მოკლა.
სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა სპეცოპერაციაში მონაწილე კიდევ ერთი პოლიციელის წინააღმდეგ.
ცნობილია, რომ შემთხვევის იმყოფებოდა წყნეთის პოლიციის უფროსიც, რომლიც ამ ყველაფერს ავტომობილიდან უყურებდა.