დაკავებული ბიზნესმენის საქმე - დავით კოდუა ბრალს არ აღიარებს

12.04.21 17:23
დაკავებული ბიზნესმენის საქმე - დავით კოდუა ბრალს არ აღიარებს

ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენი, დავით კოდუა, ოჯახში ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, დავით კოდუასთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. 

დაკავებული არის ოჯახური ძალადობის ბრალდებით, სიტყვიერი დაპირისპირება იყო, მეტი სხვა რამე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, როდესაც გამოძიება გამოგვცემს მტკიცებულებებს, იქ იქნება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, მეტი სხვა მტკიცებულება საქმეში არ იქნება. მეუღლე შეიძლება, საუბრობს, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა  ფაქტი არ დაადასტურა - ამბობს კოდუას ადვოკატი, 

კოდუას მეუღლე ამბობს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და ის ქმრისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვდა. ბიზნესმენი დავით კოდუა გუშინ ღამეს ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები