გოგონა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა - ახალი დეტალები 13 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმეზე

21.04.22 17:01
გოგონა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა - ახალი დეტალები 13 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმეზე

მარტვილში გაუჩინარებულ 13 წლის გოგონას კვლავ ეძებენ. გოგონას მშობლები ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფებიან და შეკითხვებს პასუხებენ. ახლობლების ინფორმაციით, მოზარდი გუშინ,  სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა ბოლოს მისმა მასწავლებელმა ნახა.

დაახლოებით 5-ის ნახევრისთვის მასწავლებელს დაემგზავრა  ბავშვი, მასწავლებელი თავის სახლში შევიდა და ამან გააგრძელა გზა. თავის დროზე რომ არ მოვიდა  მშობლები გამოვიდნენ მოსაძებნად", - ამბობს დაკარგული გოგონას ახლობელი. 

13 წლის თამარ რუხაიას მარტვილში მეორე დღეა   ეძებენ. ის სოფელ ქვაითის მკვიდრია. ბავშვი მარტვილის პირველი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა.

ამ დროისთვის უცნობია, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგონას არანაირი პრობლემა არ ჰქონია. 

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 143 მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები