78% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი რუსეთისა და პუტინის ბრალია – NDI-ს კვლევა
გამოკითხულთა 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დაწყება რუსეთისა და პუტინის ბრალია - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, რესპოდენტებს არაუმეტეს სამი პასუხის გაცემის უფლება ჰქონდათ:
კითხვაზე, თუ ვისი ბრალია უკრაინაში ომი, რომელზეც რესპოდენტებს არაუმეტეს სამი პასუხის გაცემის უფლება ჰქონდათ, გამოკითხულთა 67 პროცენტი უშუალოდ რუსეთს ასახელებს, 11 პროცენტი – პუტინს, 9 პროცენტი – ამერიკის შეერთებულ შტატებს, უკრაინას – 5 პროცენტი, ნატოს – 3 პროცენტი, ხოლო ევროკავშირს – 2 პროცენტი.
სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.
საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა - 3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს - ფოკუს ჯგუფების მეშვეობით.
საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.