ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს გააძლიერებს - NDI

21.04.22 18:10
ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს გააძლიერებს - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკასა და უსაფრთხოებას გააძლიერებს.

 ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა წილი 82 პროცენტია.

კვლევით გამყარდა მოსაზრება, რომ საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ხოლო რუსეთთან პარტნიორობის მხარდაჭერამ იკლო. 

"ომის დაწყების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკასა და უსაფრთხოებას გააძლიერებს", - წერია კვლევაში.