თბილისში ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა
თბილისში, N359 ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა. შემთხვევა გუშინ საღამოს ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. დაჭრილი ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება.მისი მდგომარეობა სტაბილურია. მამაკაცს ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და დღის ბოლოს კლინიკიდან გაეწერება.
მგზავრებს შორის კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, შემდეგ კი კაცმა მგზავრს ცეცხლასროლი იარაღიდან ფეხის არეში ესროლა.
მოქალაქე, რომელმაც გასროლა განახორციელა დაკავებულია და ბრალის წარდგენას ელოდება.
ფოტო: ანა ქართველიშვილი
მსგავსი სიახლეები
23.06.26 11:29
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან