კახეთში გაუჩინარებული 18 წლის გოგონა სავარაუდოდ, მარნეულში გათხოვდა

12.04.21 17:45
კახეთში გაუჩინარებული 18 წლის გოგონა სავარაუდოდ, მარნეულში გათხოვდა

კახეთში გაუჩინარებული 18 წლის გოგონა, ნარმინა ისაევა,  სავარაუდოდ, მარნეულში გათხოვდა. ოჯახი ადასტურებს, რომ მათი შვილი  დანიშნული იყო და სექტემბერში ქორწილი იგეგმებოდა. გოგონას მშობლები უარყოფენ, რომ ისაევა იძულებით ქორწინებას გაექცა. მშობლების თქმით, მათი შვილი დაქორწინების წინააღმდეგი არ ყოფილა. ნარმინა ისაევას დეიდა ამბობს, რომ გოგონამ წასვლის წინ მას მისწერა, რომ სახლიდან მიდიოდა და პატიება ითხოვა. ისაევას ახლობლები ყვებიან, რომ სავარაუდოდ ის მარნეულში გათხოვდა.

გუშინ, დილით გავიდა  სახლიდან, სად წავიდა, არ ვიცით. მეზობლებთან ერთად ვეძებდით. დეიდას მისწერა, წავედი, მაპატიეთო. გოგო დანიშნული იყო, უხაროდა, რომ თხოვდებოდა, პრობლემები საქმროსთან არ ჰქონია - ამბობს გოგონას მამა.

სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგონას უკვე მეორე დღეა, ეძებენ. პოლიციამ გოგონას ოჯახის წევრები უკვე დაკითხა.

გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.