სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - შეხვდება თუ არა ზურაბიშვილი არასამთავრობოებს

22.04.22 11:28
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  - შეხვდება თუ არა ზურაბიშვილი არასამთავრობოებს

ათონელის რეზიდენცია 10 არასამთავრობო ორგანიზაციას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სასაუბროდ უმასპინძლებს.  სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა ექიმებს და არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვედრის მზაობა დაუდასტურა.  ყველასთვის მოულოდნელად პრეზიდენტმა ექიმების თხოვნა გაიზირა და 3 კვირის წინ მიღებული წერილის საფუძველზე შეხვედრის მზაობა გამოთქვა. 

მე დამიკავშირდა პირადად, პრეზიდენტის მრჩეველი ქალბატონი ქეთევან თათოშვილი. მან დაადასტურა, რომ თვითონ არის მზად, შეგვხვდეს გაერთიანებულ ფორმატს, გარდა ექიმებისა ჩვენ დავამატეთ ჯამში 10 არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო, პრეზიდენტი შეგვხვდებოდა, თუ არა. მან არც დაადასტურა და არც უარყო. ჩვენ მივმართავთ თხოვნით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ შეგვხდეს", - ამბობს ორგანიზაცია "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" ხელმძღვანელი მანანა ანდღულაძე.

ექიმები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობა სასწრაფო გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. 

9 მარტის შემდეგ ჩვენ პასუხი არ მიგვიღია , გუშინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ შესაძლოა, შედგეს ეს შეხვედრა. ჩვენ ვითხოვთ ზურაბიშვილისგან, რომ მან გამოხატოს თავისი აზრი პრეზიდენტთან დაკავშირებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ბოლო სასამართლოზე ყველამ დაინახა ადამიანი, რომელსაც კოორდინაციის დარღვევა აქვს, ტრემორი აქვს. ნუ გავიმეტებთ ადამიანს სასიკვიდლოდ", - ამბობს ექიმი მანანა ჯებაშვილი. 

ადამიანი ჩვენ თვალწლინ იფერფლება, ამიტომ ქალბატონი პრეზიდენტისგან ჩვენ ვითხოვთ გვერდში დგომას, კაცი გადაგვარჩენინოს მეხუთე პრეზიდენტმა გადაარჩინოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე", -  ამბობს აკადემიკოსი გოგა ჩახუნაშვილი 

მსგავსი სიახლეები