საეჭვო რუსული სიმბოლოები - თბილისის ქუჩები რაკეტის ფორმის ნიშნებით აჭრელდა
თბილისი საშიში სიმბოლოებითაა აჭრელებული. ყველგან, სადაც მიწისქვეშა ობიექტია და შესაძლოა, თავშესაფრად იყოს გამოყენებული, რაკეტის ფორმის აღმნიშვნელი ნიშნები დაიტანეს. საშიშ ნიშნულებს თან ახლავს ხელმოწერაც, რომელიც ერთი ერთში ჰგავს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შოიგუს, ფაქსიმილიას. შენობები, რომელიც შესაძლოა, ორმაგი დანიშნულებისთვის იყოს გამოყენებული, თბილსის ცენტრში ამ სიმბოლებით არის აჭრელებული.
სამხედრო ექსპერტები მოითხოვენ, უსაფრთხოების სამსახურმა დეტალურად შეისწავლოს სიმბოლოები და დაადგინოს, რას ემსახურება მისი მასიურად გავრცელება. მათი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი მოსახლეობის დაშინებასაც ისახავდეს მიზანს.
ის, რომ 2 თვით ადრე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის უკრაინასთან მიმართებაში იყო გამოყენებული ანალოგიური, მერე რა ბედი ეწია უკრაინულ სახლემწიფოს და რა მოყვა ყველაფერს ,უკვე ნიშანი უნდა იყოს, რომ გვჭირდება პასუხი.
იყვნენ შემჩნეული მღვდლები, გამოვლენილი იყვნენ შპიონები და ანალოგიურად ესეთი საქმიანობა რახან იყო და კონტრდაზვერვა მუშაობდა, არ იქნებოდა ურიგო, თუ აქაც იქნებიან გამოვლენილი", - ამბობს გენერალი მამუკა ყურაშვილი.
რა დანიშნულება აქვს ამას, სულ ყველაფერი არის ალბათობის თეორიიდან გამომდინარე, ეს არის შესასწავლი საკითხი, სერიოზული ანალიზია გასაკეთებელი. ეს ფერები რას ნიშნავს, რა ტიპის შენობებია, ჩვენ ვიცით, რომ აქ ფაქტიურად გადმოსროლილი ჰყავს მე-5 კოლონა რუსეთს, რომლებიც ჰიბრიდული ომის ამოცანებს ასრულებენ. ერთ-ერთი ამოცანა არის მოსახლეობის დაშინება, ეს შეიძლება ამასაც ემსახურებოდეს", - ამბობს აკია ბარბაქაძე.
ვინ დატოვა საეჭვო სიმბოლოები თბილისის ქუჩებში, უცნობია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იდენტიფიცირება არ მოუხდენია და საქმით ჯერჯერობით არ დაინტერესებულა.