პენიტენციური სამსახური თანამშრომლებისთვის 7 მილიონის ღირებულების შარვალსა და კეპს ტენდერის გამოუცხადებლად იყიდის

22.04.22 18:55
პენიტენციური სამსახური თანამშრომლებისთვის 7 მილიონის ღირებულების შარვალსა და კეპს ტენდერის გამოუცხადებლად იყიდის

900   პერანგი, 5400 შარვალი და  ამდენივე კეპი-  პენიტენციური სამსახური თანამშრომელთა ახალ უნიფორმაში ტენდერის გამოუცხადებლად 7 მილიონამდე ლარის დახარჯვას აპირებს. 

პენიტენციური სამსახურის უფროსი, ნიკა ცხავარაშვილი, ითხოვს, რომ ფორმების შეკვეთა პირდაპირ იმ კომპანიას დაუკეთოს, ვისაც თავად მოისურვებს.

წერილში ცხვარაშვილი შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ ფორმები სასწრაფოდ სჭირდება, რადგან მარაგი აღარ არის და ამიტომ ტენდერის გამოცხადება არ უნდათ. თუმცა ჩნდება კითხვა, თუ ძველი ფორმების მარაგი ილეოდა, რატომ არ დაიჭირეს თადარიგი.

ანტოკორუფციულ მოძრობაში ამბობენ, რომ უწყებას არსად ეჩქარება და მაქინაციებით ცდილობენ, თითქმის შვიდ მილიონიანი შეკვეთა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კომპანებს გაუფორმონ. 

პენიტენციურმა სამსახურმა ტენდერები გააუქმა და ყველაფერს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით აპირებს. იმის გამო, რომ ტენდერი არ გასაჩივრდეს, სამსახურის უფროსმა, ნიკა ცხვარაშვილმა, უნდა განკარგოს 7 მილიონამდე თანხა ბიუჯეტიდან უნდა განკარგოს მისი შეხედულებისამებრ, რაც კორუფციის ნიშნებს აჩენს- ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე.

 

 

 

მსგავსი სიახლეები