უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს

23.04.22 10:08
უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს. 

40 წლის ქართველი მებრძოლ 16 აპრილს, ქალაქ  რუბეჟნოეში, შეტაკების დროს ოკუპანტის ტყვიას ემსხვერპლა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.  

რაც შეეხება ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს, გარდაცვლილებს სამშობლოში 24 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.

ქართველ მებრძოლს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და მოქალაქეები დახვდნენ.

უკრაინაში რუსეტთან ომში 9 ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, დავით გობეჯიშვილი, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა გმირულად დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები