87 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვლილი - კორონასტატისტიკა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 259 პირი
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.21% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.15%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 797 პირი ემსხვერპლა.