მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

23.04.22 15:59
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა. ცერემონიაში მონაწილეობა იერუსალიმის პატრიარქმა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მღვდელმა მიიღეს. 

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:28 საათზე შევიდა, ტრადიციისამებრ საფლავი დაიხურა. ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მათ შორის საქართველოდანაც შეიკრიბნენ.

რიტუალი, რამდენიმე საუკუნეა სრულდება, წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

მსგავსი სიახლეები