სენაკში პოლიციელის ცემის ბრალდებით 3 ახალგაზრდა დააკავეს
სენაკში 3 ახალგაზრდა დააკავეს. სამივეს პოლიციელის ცემას ედავებიან.ფიზიკურ დაპირისპირებას დაკავებულების უფლებადამცველი კატეგორიულად უარყოფს. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ პროვოკაცია ახალგაზრდებს თავად სამართალდამცავმა მოუწყო. მისი თქმით, 5 ახალგაზრდასთან, რომლებიც სენაკის რკინიგზის საგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები, პოლიციელი მივიდა და ირონიული საუბარი დაუწყო.
ბრალს არ აღიარებენ არც თავად დაკავებულები.