უკრაინაში დაღუპულ გმირებს საქართველოში გლოვობენ

25.04.22 11:06
უკრაინაში დაღუპულ გმირებს საქართველოში გლოვობენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს საქართველოში გლოვობენ.

რუსთავში ზაზა ბიწაძეს, ერგნეთში არკადი კასრაძეს, ჯვარში კი ალეკო ცაავას. რუსულ აგრესიას შეწირული ქართველი ჯარისკაცების სამოქალაქო პანაშვიდი მათ სახლებში მიმდინარეობს.

 ალეკო ცაავას კი შაბათს სამეგრელოში დაკრძალავენ. აფხაზეთიდან დევნილი  - მებრძოლი   პუტინის სისასტიკეს რუბეჟნოეში შეეწირა. ის მეგობართან, ზაზა ბიწაძესთან ერთად დაღუპული არკადი კასრაძის გამოსაყვანად მიდიოდა, როცა ოკუპანტებმა ააფეთქეს.40 წლის პარტიზანი მებრძოლი უკრაინაში რვა წლის წინ წავიდა.

უკრაინაში იყო, იქ აიღო იარაღი და იბრძოლა 50 დღე, 50-ე დღეს დაიღუპა.  შაბათს დაიკრძალება ზუგდიდში საგვარეულო სასაფლაოზე", - ამბობს უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირის ოჯახი წევრი. 

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს. 40 წლის ქართველი მებრძოლ 16 აპრილს, ქალაქ  რუბეჟნოეში, შეტაკების დროს ოკუპანტის ტყვიას ემსხვერპლა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. არკადი კასრაძეს ხვალ საგვარეულო სასაფლაოზე ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

უკრაინაში რუსეთთან ომში 9 ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, დავით გობეჯიშვილი, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა გმირულად დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები