მკვლელობა აღდგომის სუფრაზე - მოკლულია 22 წლის ბიჭი

25.04.22 14:40
მკვლელობა აღდგომის სუფრაზე - მოკლულია 22 წლის ბიჭი

ქარელში, სოფელ დირბში, კვირას, აღდგომა დღეს, 22 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდას  დანით მრავლობითი ჭრილობები   მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრას  ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. დაჭრილი ბიჭი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

სანამ საავადმყოფოში წაიყვანეს, გარდაცვლილი იყოო. გულში ჰქონდა ჭრილობაა. არ უჩხუბია შემთხვევით გავიდა გარეთ", - ამბობენ ადგილობრივები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები