ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ცოლ-ქმარი დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლები ქართველი ცოლ-ქმარი, გელა ბეგლარაშვილი და რუსუდან ივანეიშვილი დააჯილდოვა.
ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და უანგარო ქმედებებისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის ათობით სამხედრო 25 აპრილს დააჯილდოვა.