290 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

27.04.22 11:01
 290 ახალი შემთხვევა,  2 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 290 ახალი შემთხვევა.

24 საათში ჩატარდა 24 676 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 687 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 989 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.06%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 290 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 143 შემთხვევა, აჭარა - 4, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

მსგავსი სიახლეები