"თუ ამ ვიდეოს უყურებთ ე.ი. მე გარდაცვლილი ვარ" - სურამში 20 წლის ჯარისკაცს ეძებენ

27.04.22 11:23
"თუ ამ ვიდეოს უყურებთ  ე.ი. მე  გარდაცვლილი ვარ" - სურამში 20 წლის ჯარისკაცს ეძებენ

სურამში 20 წლის ჯარისკაცს ეძებენ. შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსასახურე რამდნმე საათის წინ გაუჩინარდა. მანამდე გიორგი კობალაძემ  სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვა გაავრცელა და ოჯახის წევრებს დაემშვიდობა - "თუ ამ ვიდეოს უყურებთ  ე.ი. მე  გარდაცვლილი ვარ" - ამბობს ვიდეო მიმართავშ ჯარისკაცი.  კობალაძეს სურამის ტყეში პოლციასთან ერთად, ოჯახიც ეძებს.

ოჯახის განცხადებით, 20 წლის ბიჭი სახლიდან 2 დღის წინ, დილის 7:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი ქრება. გავრცელებულ ჩანაწერში კობალაძე უმძიმეს ფინანსურ ვალდებულებებზე საუბრობს, ახალგაზრდა აღიარებს, რომ აზარტულ თამაშებს თამაშობდა. 

თამაში დავიწყე, გადასახადები ვერ გადავიხადე. ჩემი სისულელეებით ბანკში ვალი მქონდა დადებული"- აღნიშნავს ჯარისკაცი ვიდეოში. 

პოლიციამ ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, საიდანაც დგინდება, რომ კობალაძე ხაშურში, ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის ისევ სურამში მიდის. ჯარისკაცის ვიდეო, სავარაუდოდ სურამის ტყეშია გადაღებული. აქვეა ნაპოვნი მისი პირადი ნივთები, მათ შორის სამკერდე ნიშანიც. 

ოჯახის წევრები ვერსიებზე ვერ საუბრობენ, ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ 20 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა გადაიფიქრა. 

თუ სადმე ხარ, ცოცხალი ხარ, გამოჩნდი. არავინ არაფერს გეტყვის"- ამბობს კობალაძის დედა.  

მსგავსი სიახლეები