1 გარდაცვლილი და 3 დაჭრილი - სალოსის ქუჩაზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

27.04.22 20:12
1 გარდაცვლილი და 3 დაჭრილი - სალოსის ქუჩაზე  დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

ერთი გარდაცვლილი და სამი დაჭრილი-  ცოტა ხნის წინ კრიმინალური გარჩევა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე,  ლეტალური შედეგით დასრულდა.

დანებით და ქვებით  დაწყებული ჩხუბი ტრაგედიით დასრულდა. დაპირისპირება ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის სკვერში ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მოგვიანებით კორპუსის ეზოში მკვლელობით დასრულდა! 

ტვ პირველის ინფორმაციით, დირსის კორპუსში, 14 წლის მოზარდი, გელა საბიკია, აგრეთვე მისი მამა და ბიძა, გიზო და ჯინო საბეკიები, ასევე ერთი მათი ახლობელი დაჭრეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 2 პირი დააკავა, დაჭრილები კი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

ამ წუთებში დირსის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე  კრიმინალისტიკური სამსახური მუშაობს.

 

მსგავსი სიახლეები