"პირველების" ინფორმაციით, ვაზისუბანში ცოლ-ქმარი მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ხანძარი გააჩინეს

28.04.22 11:17
"პირველების" ინფორმაციით,  ვაზისუბანში ცოლ-ქმარი მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ხანძარი გააჩინეს

პირველების ინფორმაციით, ვაზისუბანში ცოლ-ქმრის მკლელობის ბრალდებით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 55 წლის ლალი და ზაზა ბეროზაშვილები მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინეს. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დღეს დილით აიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებები, შემთხვევის ადგილიდან 500 მეტრში მდებარე ვულკანიზაციაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

შემთხვევა გუშინ მოხდა. ვინ არის დაკავებული ამ დრომდე უცნობია. 

მსგავსი სიახლეები