სასტიკი მკვლელობა ისანში - "პირველების" ინფორმაციით, პოლიციამ 38 წლის კაცი დააკავა
სასტიკი მკვლელობა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - "პირველების" ინფორმაციით, საქმეზე პოლიციამ 38 წლის გრიგოლ დოჩია დააკავა. მას გამოძება განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დოჩიას დაკავებისას დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა თან ჰქონდა. ირკვევა, რომ 38 წლის კაცმა დანასთან ერთად გამოიყენა ქვა და ხელკეტი.
რაც შეეხება მოკლულსა და დაჭრილებს ისინი ერთი ოჯახის წევრები - საბეკიები არიან. ამის პარალელურად კი "პირველებმა" ისანში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე ახალი დეტალები გაარკვია.
ირკვევა, რომ 16 წლის არასრულწოვანს კონკრეტული პირები ამცირებდნენ და აბულინგებდნენ, კონფლიქტში მამა და ბიძა ჩაერთო. ხელჩართული ჩხუბი კი მკვლელობიით და დაჭრით დასრულდა. მოკლულია ბიძა. დაჭრილი მამა შვილის გადასარჩენად ექიმები ამ წუთებშიც იბრძვიან.