ნიკა მელიას სასამართლო დადგმული პროცესია, ანტურაჟი - გიორგი კონდახიშვილი

13.04.21 14:03
 ნიკა მელიას სასამართლო დადგმული პროცესია, ანტურაჟი  - გიორგი კონდახიშვილი

,,სასამართლო პროცესზე ნათლად გამოჩნდა, რომ მოსამართლეს და პროკურატურას არ აინტერესებს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ეს არის დადგმული პროცესი" - ეს განცხადება ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა, გააკეთა. ადვოკატი განმარტავს, რომ მოსამართლემ საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ჩართვაზე უარი განაცხადა. საქმე ეხება ვიდეოჩანაწერებსა და საქმეზე ინფორმაციის შემცველი პირების დაკითხვას.

 ეს არის დადგმული სპექტაკლი, აქ მტკიცებულებებს, სამართლებრივ მიდგომებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. წარმოიდგინეთ, სასამართლომ უარი თქვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე, ანუ სასამართლოს არ აინტერესებს, მოხდა თუ არა ჩანაწერების წაშლა, არ აინტერესებს, არის თუ არა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩართული ამ პროცესში, გამოიყენება თუ არა პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს იმიტირებული პროცესია, ანტურაჟი, რომ პროცესები იმართება - განაცხადა ადვოკატმა. 

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, დაეკითხათ ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მფლობელია და სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც აცხადებდა, რომ 20 ივნისი ღამეს შსს-ს თანამშრომელმა აქციის მონაწილეთა კომუნიკაციისთვის საჭირო კაბელი გადაჭრა.

ნიკა მელია სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა. მოსამართლემ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დატოვოს თუ არა პატიმრობაში ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი.