უბედურ შემთხვევას საკარანტინო შეზღუდვებს ვერ დავუკავშირებთ - თამარ გაბუნია

13.04.21 14:46
უბედურ შემთხვევას საკარანტინო შეზღუდვებს ვერ დავუკავშირებთ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას მდინარე ენგურში ადამიანების დახრჩობის ტრაგიკულ  ფაქტს საკარანტინე შეზღუდვებთან კავშირი არ აქვს. 

რაც შეეხება უბედურ შემთხვევას, ეს ძალიან ტრაგიგული შემთხვევაა და საუბედუროდ, მანამდეც არის მსგავსი შემთხვევები აღწერილი. ამდენად, ჩვენ ამ შემთხვევას პირდაპირ, რა თქმა უნდა, ვერ დავუკავშირებთ ეპიდემიასთან და კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს. კარანტინის წესებზე მსჯელობა მიმდინარეობს. მექანიზმი, რომელიც დამუშავდება, გახდება  საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ ეს იქნება მექანიზმი, რომელიც ეპიდემიური რისკების ზრდას არ დაუშვებს. ნებისმიერ შემთხვევაში  ეს საკითხი კვლავაც აქტუალური რჩება - ამბობს თამარ გაბუნია. 

7 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 4-მა პირმა მდინარე ენგურით სცადა გადმოსვლა.  გადმოსვლის მცდელობას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.