სახელმწიფომ ხალხს სერვისები გაუძვირა
სახელმწიფომ ხალხს სერვისები გაუძვირა - დილით პასპორტის და ID ბარათის ასაღებად მისულმა მოქალაქეებმა აღმოაჩინეს რომ ორმაგი უნდა გადაიხადონ.
უფრო კონკრეტულად, ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო პირადობის მოწმობის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარად.
პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი დაგიჯდებათ, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, მეხუთე დღეს - 180 ლარი.
პირადობის მოწმობის შემთხვევაში სერვიზს ღირებულება ასეთია: იმავე დღეს საფასური 150 ლარია, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი.