ზარინით მოწამლული ქართველი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ექვსი მებრძოლი ამ დროისათავის კლინიკაში გადაჰყავთ.
თავდაპირველად მოწამვლის სიმპტომები 14 კაციანი ჯგუფიდან მხოლოდ 6 აღენიშნებოდა, თუმცა ანალოგიური ჩივილები ჯგუფის სხვა წევრებსაც გამოუვლინდათ. მოწამლულებს შორის არის ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერი დავით ქაცარავაც.
ჯგუფის ნახევარზე მეტი უჩივის საერთო მდგომარეობას და საუბრობს იმ სიმპტომატიკაზე, რომელიც დამახასიათებელია ზარინით მოწამვლისთვის. შეიძლება რაღაც ეტაპზე დადგეს საკითხი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მოწამლულები არიან ზარინით, შესაძლოა დაბრუნდნენ საქართველოში, რათა მოხდეს მათი მკურნალობა, - თქვა ქაცარავამ.
ქართველი მებრძოლები გოსტომელის აეროპორტის წმენდის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, სადაც ისინი ზარინით მოწამლეს. მათ მკურნალობის ერთი კურსი უკვე ჩაუტარდათ, თუმცა მდგომარეობა ისევ დამძიმდა.