"11 კილოგრამი დავიკელი" - ქიმიური იარაღით მოწამლულ ქართველ მებრძოლებს კვლევები უტარდებათ

03.05.22 12:10
"11 კილოგრამი დავიკელი" - ქიმიური იარაღით მოწამლულ ქართველ მებრძოლებს კვლევები უტარდებათ

ქიმიური იარაღით მოწამლული 14 ქართველი მებრძოლიდან 6-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ისინი ახლა ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან და კვლევები უტარდებათ. სწორედ აღნიშნული კვლევების შედეგებზეა დამოკიდებული, სად განაგრძობენ მკურნალობას ქართველი მებრძოლები. ერთ-ერთ ალტერნატივად მათი საქართველოში დაბრუნება განიხილება.

ჩვენ ვართ გადაყვანილი, კვლევითი ლაბორატორიაა, ინფექციური. ექიმები ჯერ ვერაფერს გვეუბნებიან, იმიტომ, რომ ჩვენ გუშინ დღის მეორე ნახევარში მოვედით. მხოლოდ და მხოლოდ გადასხმები, დღეს დილის 7 საათზე აიღეს ანალიზები. ფაქტობრივად, მთლიან ორგანიზმს მოედო. მე დავიკელი 11 კილოგრამი 2 მარტიდან დღემდე. უნდა დაველოდოთ პასუხებს. ამის შემდეგ მეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მივიღებ. უცხოეთში ვიმკურნალებ, თუ საქართველოში, - ამბობს ნადიმ ხმალაძე. 

ქართველი მებრძოლები გოსტომელის აეროპორტის წმენდის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, სადაც ისინი ზარინით მოწამლეს. მათ მკურნალობის ერთი კურსი უკვე ჩაუტარდათ, თუმცა მდგომარეობა ისევ დამძიმდა. 

მსგავსი სიახლეები