დაკავებულია კაცი, რომელმაც ბორჯომში ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა და სიდედრს სცემა

03.05.22 14:16
დაკავებულია კაცი, რომელმაც ბორჯომში ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა და სიდედრს სცემა

დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით პოლიციამ 47 წლის კაცი დააკავა. ირკვევა, რომ პირი, ვინც ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა,  წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კაცია. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე - 1985 წელს დაბადებულ ვ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.


ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

მსგავსი სიახლეები