პრესის თავისუფლება გაურესდა - პაპუაშვილი პასუხიემგებლობას იხიხსნის

03.05.22 15:30
პრესის თავისუფლება გაურესდა - პაპუაშვილი პასუხიემგებლობას იხიხსნის

საქართველოში პრესის თავისუფლება გაურესდა - პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პრობლემას არა ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკაში, არამედ მედიის მიკერძოებაში ხედავს.

ასეთი სიტუაცია, როცა სამწუხაროდ, საქართველო არ არის წამყვან პოზიციაზე, არის ის, რომ მედია არის მიკერძოებული. აქ საუბარია იმაზე, რომ ხშირად სარედაქციო პოლიტიკა არის მეპატრონეთა გავლენის ქვეშ, რაც, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლებას აზიანებს. 

თავისთავად 5 ივლისის ფაქტი გავლენას იქონიებს შეფასებებზე. მოძალადეები, ვინც იყვნენ, მოხდა მათი დაკავება. 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. 

სხვა ქვეყნებსაც ზოგს მოემატა, ზოგს დააკლდა ქულა. 

აქ ისაა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ იმ ჯგუფში, სადაც ევროკავშირის 8 ქვეყანაა. - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების  გარეშე" ახალ კვლევას  ასაჯაროვებს. დოკუმენტში პირდაპირ  წერია, რომ საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული არ არის. 

5 ივლისი, ხელისუფლების თავდასხმების სერია ჟურნალისტებზე  და კრიტიკული მედიამენეჯერების სამართლებრივი დევნა - საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევით, ამ ყველაფერმა საქართველოში მედიაგარემოს მკვეთრად  გაურესება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები