საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 02:43 საათზე დაფიქსირდა და 3.7 (ml) მაგნიტუდის სიდიდის იყო.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვემო ქართლში, სოფელ სამებასთან იყო.