მადლობა, ბატონო ბიძინა! - გურიაში საჯარო მოხელეებს ივანიშვილის საქებარი ერთნაირი ტექსტი გაავრცელებინეს
ბიძინა ივანიშვილის ქება იძულებით. გურიაში საჯარო მოხელეებს სოციალურ ქსელში პირად გვერდებზე ივანიშვილის ერთი და იგივე ფოტოს ატვირთვა და მისი ქება დაავალეს. საჯარო მოხელეები Facebook პოსტებში ივანიშვილს მადლობას უხდიან.თუმცა ერთ-ერთ საჯარო მოხელეს შეეშალა და მაქებარ სიტყვებთან ერთად მთელი პარტიული დავალება სოციალურ ქსელში ატვირთა.
არავის დავალება არ არის, ფეისბუქი არის პირადი სივრცე და რისი დადებაც გვსურს იმას დავდებთ, ივანიშვილის ბევრი უნდა იყოს მადლობელი იმდენი აქვს გაკეთებული", - ამბობს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
დავალება საჯარო მოხელეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ნოდარ მელაძის "შაბათის ეთერში" ივანიშვილის რუს ოლიგარქებთან კავშირის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება გავიდა.