სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა - იუსტიციის მინისტრი მასთან არც ექიმებს და არც ბრიტანელი ექსპერტებს უშვებს

04.05.22 11:25
სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა - იუსტიციის მინისტრი მასთან არც ექიმებს და არც ბრიტანელი ექსპერტებს უშვებს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა - მესამე პრეზიდენტთან იუსტიციის მინისტრი  არც ექიმებს   და არც ადვოკატების მიერ მოწვეულ ბრიტანელი ექსპერტებს უშვებს - ადვოკატები ნებართვის მიღებას 70 დღეა ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრო ექსპერტს ლიცენზიას არ აძლევს და ითხოვს, რომ ჯერ პენიტენციური სამსახურის ნებართვა სჭირდებათ, რომ  მედიკოსს ციხეში შეუშვებენ. ციხიდან კი განმარტავენ, რომ თუ ლიცენზია არ იქნება, მაშინ არც ნებართვა იქნება. 

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, რომ არ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრელობის მდგომარეობის შეფასება.

ადვოკატრების თქმით, სახეზეა კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ისინი კონკრეტულ მუხლსაც ასახელებენ - 45-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ პატიმარს სამედიცინო გამოკვლევის უფლება აქვს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2020 წლის თებერვლის თვიდან ვცდილობთ, მისთვის ლიცენზიის აღიარების მოპოვებას, ეს პროცედურა ზოგადად, სხვა შემთხვევებში ერთთვიანი რუტინული პროცედურაა, უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა და სახელმწიფოსგან მხოლოდ ახლახანს მივიღეთ პასუხი, ჩვენგან ისეთი დოკუმენტის წარდგენას ითხოვენ, რომელიც ფიზიკურად ვერ გაიცემა. საუბარია, წინასწარ თანხმობა გასხცეს სასჯელაღსრულების დაწესებულებამ ან დეპარტამენტმა იმისთვის რომ მას მიეცეს სასჯელაღსრულების სისტემაში შესვლის შესაძლებლობა. 

საქართველოს კანონმდებლობაში კი ასეთი მოთხოვნა, მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაცემული უნდა იყოს საექსპერტო დაწესებულების მხრიდან, რომელსაც ცენტრი "ემპათია" წარმოადგენს. ეს მოთხოვნა წარდგენილია შესაბამის სააგენტოში და სასჯელაღსრულების სამინისტროს არ აქვს უფლება წინასწარი თანხმობა გასცეს ან უარი თქვას ასეთი დახმარების გაცემაზე. 

ექსპერტიზას ნიშნავს მხარე, პენიტენციური სამსახური ვალდებულია შეუშვას ექსპერტი დაწესებულებაში. არშეშვება ერთადერთი რამით შეიძლება იყოს გამოწვეული - ხელისუფლებას სურს დამალოს არსებული რეალობა"- აცხადებს გიორგი მშვენიერაძე. 

რამდენიმე კვირაა პრეზიდენტთან შეხვედრას  და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურად შესწავლას უშედეგოდ ითხოვენ  ცენტრ "ემპათიას  წარმომადგენლებიც. 

ექიმებმა დღეს ამ მოთხოვნით რატი ბრეგაძეს ოფიციალურად კიდევ ერთხელ მიმართეს.

მსგავსი სიახლეები