ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას - "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლები აქციებს აანონსებენ

04.05.22 12:23
ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას - "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლები აქციებს აანონსებენ

"ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლები აქციებს აანონსებენ - ქარხანაში რამდენმე დღეა, წარმოება შეჩერებულია, რადგან კომპანია "ბორჯომი" რუსეთისთვის დაწესებული  სანქციების ქვეშ მისი მფლობელის გამო მოექცა.

კომპანიის ათობით თანამშრომელი კომპანიის დერექტორთან შეხვედრას და საქართველოს ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.

ისინი მენეჯმენტის მხრიდან შეთავაზებულ ახალ კონტრაქტებს აპროტესტებენ -  საწრმოს ადმინისტრაციას თანაშორმლები იძულებაში ადანაშუალებენ. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ სანქციების ქვეშ მყოფი კომპანია მათ ახალი ხელშეკრებულების გაფორმებას აიძულებს. 

მათივე განცხადებით, „IDS ბორჯომის" მიერ  შეთავაზებულ ახალ კონტრაქტში იძულებით განაცდური დღეები ნაცვლად 100%-ისა, 50%-ით ანაზღაურდება, ზეგანაკვეთური სამუშაო კი 140%-ის ნაცვლად – 125%-ით. 

მთავარი მოთხოვნაა, გენერალურ დირექტორთან - ივანე მაჭავარიანთან, შეხვედრა. ვითხოვთ ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. ეს პროცესი ჩვენ გვეხება, თუმცა სრულ გაუგებრიბაში ვართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველანაირ კონსტრუქციულ უფლებას, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებები დაცული იყო"- აცხადებენ თანამშრომლები. 

 

მსგავსი სიახლეები