სასამართლომ რუსთავი 2-დან ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ბრძანება გააუქმა
"თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,რუსთავის 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა!"- ამის შესახებ "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, სოციალურ ქსელში წერს.
2 წლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია!!!
ახლა მოვემზადოთ ახალი სერიისთვის!!!- დაწერა ნოდარ მელაძემ.
ნოდარ მელაძე "რუსთავი 2"-იდან არხის სხვა სახეებთან ერთად, ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით 2019 წლის 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. ჟურნალისტის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავდა.