მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან
მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან - მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის დასაცავად სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ქუჩაში გავიდა.
პირველი აქცია ამ წუთებში ორბელიანის სასახლესთან იმართება. აქციის მონაწილეების თქმით, სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ისინი პრეზიდენტს პატიმრის შეწყალებას თხოვენ.
მასშტაბურ დემონსტრაციას აანონსებს სააკშვილის პარტიაც - ,,ნაციონალური მოძრაობა" აქციას 6 მაისს რუსთავის ციხესთან გამართავს.