როდის განაახლებს მუშაობას მეტროსადგური ,,გოცირიძე?" - სარემონტო კომპანია ვადებში ვერ ეტევა
თითქმის 2 წელია, მეტროსადგური ,,გოცირიძე" სარეაბილიტაციო სამუშაობის წარმოების გამო დაკეტილია. ამ ხნის განმავლობაში უბნის მაცხოვრებელები მეტროთი ვერ სარგებლობენ და ქალაქში მერიის დანიშნული 1 ავტობუსით გადაადგილდებიან, ამის გამო კი აგვიანებენ სამსახურებში და ბავშვებს სკოლაში მისვლა უჭირთ.
ჯერ კიდევ 2020 წელს თბილისის მერიამ მეტრო ,,გოცირიძის" რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება კომპანია ,,კაიზერთან" გაააფორმა, ამისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო, კომპანიას სამუშაოები 7 თვეში უნდა დაესრულებინა, თუმცა ვერ მოახერხა.
ამის შემდეგ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით კონტრაქტი შპს ,,მამისონთან" გაფორმდა რეაბილიტაციის ღირებულებაც გაიზარდა და 4 მილიონ ლარი გახდა.
,,მამისონს" მეტროსადგურ ,,გოცირიძის" რემონტი 3 თვის განმავობაში უნდა დაესრულებინა, თუმცა, ვერ მოახერხა. ახლა სადგურის ჩაბარების ბოლო ვადა 10 ივნისია, თუმცა სამუშაოები ბოლო ეტაპზეც კი არ არის! თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სამშენებლო კომპანია პირობების შეუსრულების გამო დაჯარიმდება.
მერიის პოზიცია უცნაურია კორუფიცის მკვლვარებისთვის- კომპანიას, რომელმაც მეტროსადგური ,,გოცირიძე" დროულად ვერ გაარემონტა, თან აჯარიმებენ და თან ახლ კონტრაქტს უფრორმებენ. ამჯერად ,,მამისონმა" მეტროსადგური ,,ვარკეთილი" შეაკეთა, სადაც ჭერი 2018 წელს ჩამოინგრა.
კახი კალაძის მაფია, მისი კლანის წევრები მილიონობით ლარს იჯიბავენ. თბილისელების საქმე კი არ კეთდება. ეს ხდება იმიტომ, რომ ტენდერების მორგება მიმდინარეობს კონკრეტულ არაკვალიფიციურ კომპანიებზე, რომლებიც დაახლოებული არიან კახი კალაძესთან, ,,ქართულ ოცნებასთან". - აცხადებს ,,ენმ"-ს წევრი, ირაკლი ნადირაძე.