გაგრძელდეს კონტრაქტები, გაიზარდოს ანაზღაურება-თანამშრომლები ,,ბორჯომის" ხელმძღვანელობას პირობებს უყენებენ

05.05.22 13:53
გაგრძელდეს კონტრაქტები, გაიზარდოს ანაზღაურება-თანამშრომლები ,,ბორჯომის" ხელმძღვანელობას პირობებს უყენებენ

კომპანია ,,ბორჯომის" თანამშრომლებიი დამსაქმებელთან მედიაციის პროცესის დაწყებას ითხოვენ. დღეს ქარხნის პროფკავშირების თავმჯომარემ  ჯანდაცვისა სამინისტროში მოთხოვნა შეიტანა.  მთავარი საკითხია ახალი კონტრაქტები, რომელიც  კომპანია ,,ბორჯომმა" დასაქმებულებს შესთავაზა.

ახლა ყველა ელოდება ჯანდაცვის სამინისტროსგან მედიატორის გამოყოფას, რომელმაც დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის სიტუაცია უნდა დაალაგოს და ბორჯომის ქარხნის თამაშრომლები დააკმაყოფილოს.

წინასწარი ინფორმაციით, მედიაციის პროცესი 21 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში მხარეებმა პირობებზე შეთანხმება უნდა მოახერხონ. 

პირობები კი ასეთია: გაგრძელდეს კონტრაქტები იმ თანამშრომლებთან, რომლებიც რამდენიმე თვით ჰყავდათ აყვანილი, გაეზარდოთ მათ ანაზღაურება.

ჩვენი მოთხოვნაა, ახალი შემოთავაზებული კონტრაქტები, რომელსაც დამსაქმებელი წარმოადგენს, გაგრძელდეს, არ მოხდეს ვადიანი თანამშრომლების გათავისუფლება, აგრეთვე 2021 წლის 26 მაისის შეთანხმების სრულად შესრულება. 

არ დავუშვებთ, რომ ეს ქარხანა გაჩერდეს და დასაქმებულთა შრომითი უფლებები შეილახოს. ჩვენ ვიბრძოლებთ მათ შორის, კონსტიტუციით მონიჭებული უფლებებით. - აცხადებს პროფკავშირების წარმომადგენელი.

იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია არ შედგება და ქარხნის მუშათა მოთხოვნები არ შესრულდება,  21 დღის გასვლის შემდეგ ქარხნის მუშები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. 

მსგავსი სიახლეები