არ მინდა, ჩემი ქვეყანა პრეზიდენტების მკვლელად იქცეს - გია ბუღაძე

05.05.22 13:35
არ მინდა, ჩემი ქვეყანა პრეზიდენტების მკვლელად იქცეს - გია ბუღაძე

მხატვარი გია ბუღაძე საზოგადოებას მიხეილ საკააშვილის გადასარჩენად აქტიურობისკენ მოუწოდებს. ხელოვანის თქმით, სააკაშვილის სიცოცხლეს ხელისუფლება რუსეთს საჩუქრად წირავს.  

ტრაგიკული მდგომარეობაა, უმძიმესი მდგომარეობაა ჩვენი ისტორიისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ამ ბოლო საუკუნის განმავლობაში, უნდა გითხრათ დიდ დამღად დააჩნდება ჩვენ ქვეყანას უბრალოდ ამას ვერ გრძნობენ ქოცები. მაგათი ამოცანაა, რომ მიართვან 9 მაისს ეს საჩუქარი, შეწირონ ყველაზე მთავარი და ძირითადი მტერის, სააკაშვილის სიცოცხლე. დაკარგეს არამარტო ადამიანური სახე, არამედ პროფესიული სახე. აქტივობა უნდა გავაგრძელოთ, არ უნდა გავჩერდეთ. იმიტომ კი არა რომ მე მიშა მომწონს ან არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა არ მინდა იქცეს პრეზიდენტების მკვლელად", - ამბობს გია ბუღაძე. 

 

მსგავსი სიახლეები