სპეცოპერაცია ვარკეთილში - ძმებ შენგელიებს ბრალს დღეს წარუდგენენ

08.05.22 11:25
სპეცოპერაცია ვარკეთილში - ძმებ შენგელიებს ბრალს დღეს წარუდგენენ

ვარკეთილში, სპეცოპერაციის დროს აყვანილ ძმებს ბრალს დღეს წაუყენებენ. ამ დროისათვის ბექა და გიორგი შენგელიები მცხეთს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. სასამართლო მათ აღკვეთ ღონისძიებაზე დღესვე იმსჯელებს. ახალგაზრდები თავს უდანაშაულოდ აცხადებენ. 

დაკავებულების ადვოკატები "პირველებს" 5 საათიანი სპეცოპერაციის დეტალებს უყვებიან და ამბობენ, რომ ძმები თავის აფეთქებით მხოლოდ იმიტომ იმუქრებოდნენ, რომ პოლიციის ეშინოდათ. ისინი არგამორიცხავდნენ, რომ სამართალდამცველებს მათთვის იარაღი ან ნარკოტიკული საშუალება ჩაედოთ.

ორი ადვოკატი მივედით. მაშინ ჩაბარდნენ პოლიციას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ჩხრეკის დროს მათ კანონსაწინააღმდეგო, გარდა პირადი ნივთებისა, არაფერი არ ჰქონიათ და ბინა, რომელიც დათვალიერდა, იქიდანაც არაფერი ამოღებულა, - ამბობს ადვოკატი. 

ძმები შენგელიები სამი კვირის განმავლობაში გაუჩინარებულები იყვნენ. მოჯახის წევრებს მათთან ბოლო  კონტაქტი  15 აპრილს ჰქონდათ, როდესაც ძმებმა უთხრეს, რომ სამართალდამცველები დევნიდნენ. მათი თქმით, დევნის სპეცოპერაციისას მცხეთის სამხარეო პოლიცია მათ მიმართულებით ისროდა,  არაგვის ხიდებთან კი ძმებმა თავის დაღწევა შეძლეს. 

ძმები შენგელიების განცხადებით, მათი დაკავება მცხეთის  სამხარეო პოლიციის უფროსის დავით მიქიაშვილის პირად ინტერესს წარმოადგენდა.

შსს-ს ინფორმაციით, დევნის სპეცოპერაციის დროს შენგელიების ავტომობილი სწორედ დავით მიქიაშვილის ავტომობილს დაეჯახა. 

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. ბექა შენგელიას გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ დაზიანებას, ხოლო გიორგი შენგელიას შეუტყობინებლობას ედავება.

მსგავსი სიახლეები