პროტესტი აჭარის მთავრობასთან - სასამართლო დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს

08.05.22 11:58
პროტესტი აჭარის მთავრობასთან - სასამართლო დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს

პროტესტი აჭარის მთავრობასთან - მოსამართლემ 10 ადამიანის აღკვეთ ღონისძებაზე  უნდა იმსჯელოს. პოლიციისადმი დამოურჩილებლობას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, პოზიციონერ პოლიტიკოსებს და სამოქალაქო აქტვისტებს ედავებიან. დაკავებულები აცხადებენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ, რადგან გამოხატვის თავისუფლება კანონით არის გათვალისწინებული.

მტკიცებულებების არ არსებობის გამო გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან 12 პირი გაათავისუფლა. მან პროცესი 23 მაისამდე გადადო.

მოწმე პოლიციელები პროცესზე ე.წ. "შპარგალკებით" გამოცხადდნენ. მოსამართლისთვის განკუთვნილი ტექსტები მათ წინდაწინ ჰქონდათ მომზადებული, თუმცა დანაშაულის დასამტკიცებლად აღნიშნული საკმარისი არ აღმოჩნდა. 

აჭარმის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გუშინ გაიმართა. აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 25 პირი დააკავეს. 

 

მსგავსი სიახლეები