მკვლელობა ასპინძაში - სპეცრაზმელის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი აღიარა

08.05.22 13:21
მკვლელობა ასპინძაში - სპეცრაზმელის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი აღიარა

მკვლელობა ასპინძაში - 36 წლის სპეცრაზმელის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს აღიარებს. ასპინძის სასამართლოს აღიარებითი ჩვენება ახალგაზრდა მამაკაცმა ცოტა ხნის წინ მისცა. 

სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ბრალდებულს ოჯახის წევრების მიმართ ძალადობასაც ედავებიან. საუბარია, ალექსანდრე ნადირაძის ცოლსა და გერზე. 

მოსამართლემ ალექსანდრე ნადირაძეს ბრალი დაუმძიმა და პატიმრობაში დატოვა. 

სისხლიანი დაპირისპირება ასპინძაში გიორგობის ღამეს მოხდა. 36 წლის მამაკაცმა მეგობარი და შსს-ს თანამშრომელი სასიკვდილოდ ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა. ის საავადმყოფოშ მიყვანამდე გარდაიცვალა. 

 

მსგავსი სიახლეები