გარდაბანში 36 წლის მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

02.03.21 17:13
გარდაბანში 36 წლის მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ კრწანისში 36 წლის მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებზე იძალადა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ მოძალადე არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას სისტემატიურად აიძულებდა და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები ფულს ვერ იშოვიდნენ, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

მოწყალების ფაქტს დაკავებულის მეუღლე უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ მამაკაცი მასზე და შვილებზე სისტემატიურად ძალადობდა.

არავის არ აიძuლებდა. არიან მეზობლები, ჰკითხეთ მათ. მე ვუჩივლე ჩემს მეუღლეს შეურაცხყოფის გამო და ბავშვს დაარტყა ერთხელ ხელი და ამის გამო გამოვიძახე პატრული.  ჩემი მეუღლე იყო დაავადებული და მისთვის არ შეიძლებოდა დალევა და რომ დალია, მაგინებდა, მაფურთხებდა, ბავშვი ჩაერია და დაარტყა.

საქმეზე გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარეობს.