"ბორჯომის" თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - რას ითხოვენ დასაქმებულები

08.05.22 17:18
"ბორჯომის" თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - რას ითხოვენ დასაქმებულები

პროტესტი ბორჯომში - ამ წუთებში კომპანია" ბორჯომის" თანამშრომლები მინერალური წყლის ქარხანასთან  საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები ხელმძღვანელობას სამ მთავარ მოთხოვნას უყენებენ. ისინი ხელფასების 10%-ით გაზრდას, სამსახურიდან გათავასუფლებული ადამიანების აღდგენას და ძველი ხელშეკრულებების დაბრუნებას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან და ასევე, კომპანიის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას  ითხოვენ.

შარშან რა პირობებიც წავუყენეთ, იმაზე ხელი აქვთ მოწერილი, იმ ხელშეკრულების აღდგენა ასი პროცენტით, 10%-ით ხელფასის გაზრდა და არანაირ დათმობაზე აღარ მივდივართ. ეგენი ჩვენ არაფრად აღარ გვაგდებენ. ვნახოთ, უნდათ? ვიბრძოლოთ, მეტი გზა არ აის, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

ადგილზე ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომდგენელი მივიდა, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელობასა და პროტესტის მონაწილეებს შორის შუამავლის როლი უნდა შეასრულოს. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ბორჯომმა" წარმოება დროებით შეაჩერა. მიზეზი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია. 

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

მსგავსი სიახლეები