რუსული პროპაგანდის გამო "TV 4"- ს ჟურნალისტები ტოვებენ - არხმა "ალტ-ინფოს" ტრანსლირება დაიწყო

20.05.22 16:11
რუსული პროპაგანდის გამო "TV 4"- ს ჟურნალისტები ტოვებენ -  არხმა "ალტ-ინფოს" ტრანსლირება დაიწყო

რუსული პროპაგანდის გამო "TV 4"- ს ჟურნალისტები ტოვებენ. სატალევიზო არხმა "ალტ-ინფოს" ტრანსლირება დაიწყო, რასაც თანამშომრელების პროტესტი მოჰყვა. რეგიონული ტელეკომპანია “TV 4”, რომელიც ქვემო ქართლში მაუწყებლობს, "ალტ-ინფოს" გადაცემებს და საეთერო სივრცეს უკვე 3 დღეა უთმობს.

არხის ჟურნალისტი, რომელმაც ტელევიზია უკვე დატოვა, ამბობს, რომ კომპანიაში, რომელიც პრორუსულ „ალტ-ინფოსთან“ ასოცირდება, მუშაობა არ სურს. 

ტელევიზიაში რომ დავბრუნდი გადაღებიდან დავინახე, რომ ეთერში „ალტ-ინფოს“ გადაცემები გადიოდა, შესაბსამისად, გამიჩნდა კითხვები, არ არის გასაკვირი, რომ არ მინდა ვიმუშაო იმ კომპანიაში, რომელიც უკვე ასოცირდება პრორუსულ „ალტ-ინფოსთან“  , შესაბამისად, მალევე მივიღე გადაწყვეტილება და წამოვედი. თანამშრომლებს პროტესტი გაუჩნდათ, ლოგიკურია, - ამბობს ჟურნალისტი. 

 "ალტ -ინფოსთვის" საეთერო სივრცის დათმობას, ტვ 4-ის ხელმძღვანელი , ფინანსური კრიზისით ხსნით. მისი თქმით, აღნიშნულ გადაცემებთან არხის სარედაქციო პოლიტიკას საერთო არაფერი აქვს. 

ასეთ რთულ მდგომარეობაში ტელევიზია პირველად აღმოჩნდა. უკვე დახურვის პირას ვიყავით. სამწუხაროდ, მოგვიწია „ალტ-ინფოს“ ჩვენს ეთერში განთავსება, მათ შეიძინეს საეთერო დრო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სარედაქციო  პოლიტიკასთან, ჩვენს კონტენტთან არანაირი შეხება არ ქვს. ეს არის მზა გადაცემები, რომელიც პირდაპირ ჩვენთან შეხების გარეშე მოდის და საეთერო ბადეში ჯდება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეიტინგმა მოიმატა. ჩვენ გვქონდა ერთთვიანი ხელშეკრულება სატესტო რეჟიმში, იმხელა რეიტინგიო დადო, სავარაუდოდ, გაგრძელდება, - ამბობს არხის გენერალური დირექტორი. 

მსგავსი სიახლეები