ყველაზე კარგად სწორედ, ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი - შალვა პაუაშვილი
"ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით დღეს, ყველაზე კარგად სწორედ, ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამასთანავე ყველაზე კარგად გვესმის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, "წითელი არმიის შემოჭრამ და დამოუკიდებლობის დაკარგვამ ვერ ჩაახშო ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება". პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ისტორიული ნაბიჯები გადადგა, იშრომა და იბრძოლა ევროპული მომავლისთვის.
ჩვენ ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს. საქართველო დასავლური ცივილიზაციის, ევროპული კულტურის და ისტორიული სივრცის შექმნის თანამონაწილე და განუყოფელი ნაწილია",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.