სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა აქციამ შედეგი ვერ გამოიღო - სამინსიტრო ხელფასის ზრდას არ გეგმავს
კატასტროფის ბრიგადებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება ვერ შედგა - 100%-ით ხელფასის ზრდას 112-ის ხელმძღვანელობა არ გეგმავს, თანამშრომლებს მხოლოდ დაპირდნენ, რომ დაახლოებით 20%-ით შეძლებენ საფასურის მომატებას, თუმცა ეს ბრიგადების შემცირების ხარჯზე, ეს კი იმ ფონზე, როდესაც გამოძახებებს ექიმები ძლივს აუდიან
სასწრაფოს თანამშრომლებს ხელფასებს უმცირებენ, ჯანდაცვის მინისტრი კი ამ დროს კაბინეტს ირემონტებს - ამბობენ ჯანდაცვის ექსპერტები.
პირველი, რასაც აკეთებდა ცეკა და რაიკომის მდივანი, არემონტებდნენ კაბინეტს და ახალ მანქანებს ყიდილობდნენ. მივდივართ იქითკენ.
რა, თუ ძველი მინისიტრები იმ კაბინეტში მუშაობდნენ, ამას არ შეუძლია მუშაობა? მით უმეტეს, როცა ისეთ კრიზისში ვართ, როცა თანხების სერიოზული დეფიციტი გვაქვს.
ამავე დროს სასწრაფოს ექიმებს უმცირებენ ხელფასებს და რა მნიშვნელობა აქვს, როგორ კაბინეტში ისხდებიან? - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე