განგსტერული გარჩევა თბილისის ცენტრში - დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

27.05.22 20:20
განგსტერული გარჩევა თბილისის ცენტრში - დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე,  ე.წ. განგსტერული გარჩევის დროს დაჭრილი 25 წლამდე ახალგაზრდების ჯანმთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ისინი ხეჩინაშვილის კლინიკაში დაახლოებით 16 საათზე შეიყვანეს. ჩაუტარდათ ოპერაცია.  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ერთ-ერთი მათგანს  კიდურების არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ამ დროისთვის ქირურგებმა სხეულიდან ტყვიები ამოიღეს.

რაც შეეხება მეორე დაჭრილს, მას ერთი ტყვია ამოუღეს ექიმებმა ფეხის არედან. ორივე დაჭრილი კონტაქტურია. მათთან ამ დროისთვის გამომძიებლები არიან შესული და ჩვენებას ართმევენ.

განგსტერული გარჩევა თბილისის შუაგულში- შეიარაღებულმა, ნიღბიანმა თავდასმხმელებმა არაყიშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა ჩაცხრილეს.

ვაკის მაკდონალდსთან, სადაც უამრავი ადამიანი გადაადგილდება, ნიღბიანები მერსედესს ჩაუსაფრდნენ, მოტოციკლიდან ესროლეს და გაიქცნენ. 
,,პირველების" ინფორმაციით, ვაკეში კრიმინალური გარჩევა მანამდე წყნეთში მომხდარი, სასტიკი ანგრიშწორების,  ე.წ აბაროტია.

ამ შემზარავი დანაშაულის კადრები ,,შაბათის ეთერმა" რამდენიმე თვის წინ გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ კონსპირაციულ ბინაში დაასისხლიანეს მსხვერპლი, სიკვდილის პირას მიიყვანეს. მაშინ ამ დანაშაულის გამო არავინ დაუკავებიათ. 

პირველების ინფორმაციით, პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს თავდამსხმელები, თუმცა ისინი დაკავებული ამ ეტაპზე არ არიან.

მსგავსი სიახლეები