საქსტატის მონაცემებით საქართველოში სიღარიბემ იკლო - სპეციალისტები კვლევის შედეგებს პარადოქსულს უწოდებენ
პრემიერის შემედეგ ახლა უკვე საქსტატიც ირწმუნება, რომ საქართველოში გასულ წელთან შედარებით სიღარიბემ იკლო. საუბარია მხოლოდ 17%-ზე, თუმცა, ამავე კვლევით გაზრდილია შემწეობის მთხოვნელთა რიცხვიც.
სპეციალისტები უერთიერთგამომრიცხავ ინფორმაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შემწეობის მთხოვნელთა რიცხვის გაზრდა პირდაპირ ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოკეთებულა.
ექსპერტების ინფორმაციით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვევით 60%-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ჩნდება კითხვა, ქვეყანაშ სიღარიბე თუ მცრდება, ე.ი. დასაქმება უნდა გაიზარდოს, შემოსავლები უნდა გაიზარდოს, რომ სიღარიბეს გადააბიჯოს ადამიანმა, მაგრამ რა ლოგიკით არის, რომ ერთის მხრივ სიღარიბე გიმცირდება, ხოლო მეორე მხრივ, უმუშევრობა გეზრდება? პარადოქსია ეს ყველაფერი. სოციალურ შემწეობათა მიმღებთა რაოდენობა არის გაზრდილი რეკორდულად, ანუ ადამიაები თლიან თავს ღარიბებად და შესაბამისად, სახელმწიფოსგან ითხოვენ დახმარებას, - ამბობს სპეციალისტი.