ილია ელოშვილს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული

01.06.22 13:02
ილია ელოშვილს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. არსებული ინფორმაციით, ელოშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. თბილისის მერის მოადგილის ცხედარი, საცხოვრებელ სახლში ცოლმა იპოვა და პოლიცია გამოიძახა. 

ილია ელოშვილი 47 წლის იყო. მერიის მაღალჩინოსანს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

 

მსგავსი სიახლეები