აღმზრდელისგან მიტოვებულმა ბავშვებმა ბაღში ერთმანეთი სცემეს (ვიდეო)

09.06.22 16:11
აღმზრდელისგან მიტოვებულმა ბავშვებმა ბაღში ერთმანეთი სცემეს (ვიდეო)

ბათუმის კერძო ბაღ „მადაგასკარში“ ბავშვებმა ერთმანეთი სცემეს. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, აღმზრდელებისგან მიტოვებული ბავშვები ოთახში როგორ ურტყამენ და უსწორდებიან ფიზიკურად ერთმანეთს.

ჩხუბში მონაწილე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  ისინი ახლაც საბავშო ბაღში იმყოფებიან.

აღსაზრდელის მშობლის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის.

ბავშვები თავში ფეხებს ურტყამდენ ერთმანეთს. დამნაშავეები არიან ბაღის ძიძები და დირექტორი, რომლებიც თავს  იმით იმართლებენ, რომ ოჯახური პრობლემების გამო გასული იყვნენ ბაღიდან. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ბაგა ბაღის დირექციას ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს“. - აცხადებს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი.

ბაღის დირექტორი ,,ტვ პირველთან" საუბარში ამბობს, რომ მსგავს შემთხვევას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ადგილი.

2 წამით გამოვედი ვერანდაზე, ოჯახური პრობლემების გამო დამირეკეს. ჩვენც აღშფოთებულები ვართ, ისეთი თაობა მოდის, ძალიან აგრესიულები არიან“. - ამბობს ბაგა-ბაღის აღმზრდელი, რომელიც ,,ტვ პირველის" კითხვამ გააღიზიანა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც მივიდნენ.

უწყებაში ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ განცხადება, დაიწყეს თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

 

 

 

მსგავსი სიახლეები